შთამბეჭდავი 2 დღე
ქრისტინე ჯავახაძე
მე და
ჩემს მეგობრებს გვქონდა სურვილი გავცნობოდით VI საუკუნის I
ნახევარში დაარსებულ ფეოდალური
საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ- კულტურულ კომპლექსს „დავით გარეჯას“, რომელიც
მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს.
იგი დაარსებულია ერთ-ერთი ასურელი მამის დავითის მიერ. სწორედ ამ მიზეზით მოვაწყვეთ
სასწავლო ექსკურსია
.
.
ექსკურსიის
პირველ დღეს მოვინახულეთ დავითის ლავრა, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა თითოეული
ჩვენგანის მეხსიერებაში,არამარტო მისმა ისტორიულმა მნიშვნელობამ, არამედ მისმა ვიზუალმა
და სულიერებამ. გზად ბევრი ისეთი სილამაზე შეგვხვდა, რომ მისი სიტყვებით გადმოცემა
უბრალოდ შეუძლებელია.
ულამაზესი
ბუნება, უდიდესი ისტორია და ბრწყინვალე არქიტექტურა-ყოველივე ეს ამ სამონასტრო კომპლექსისათვის
არის დამახასიათებელი.ალბათ სწორედ ეს განაპირობებს ტურისტების დიდ ინტერესს ამ ადგილისადმი..
ლავრის შესასვლელთან
გვხვდება ქართული ასომთავრული წარწერა, ტაძარში კი უძველესი ფრესკები, დიდი სიწმინდე
-დავითის მიერ იერუსალიმის მიდამოებიდან ჩამოტანილი ქვა, წმ.დავით გარეჯელის საფლავი,დოდოს
რქის სამონასტრო კელიები და სხვა.
აზერბაიჯანისს
სასაზღვრო ზოლიდან, მთიდან ( სადაც ასვლა ცოტა კი გაგვიჭირდა, მაგრამ მაინც ბოლომდე
ავედით) იშლება ულამაზესი ხედი, რომელიც მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს.
დავით გარეჯას
სამონასტრო კომპლექსის დათვალიერების შემდეგ ვეწვიეთ სიყვარულის ქალაქად წოდებულ სიღნაღს.დავათვალიერეთ
ფიროსმანის მუზეუმი და თვალი შევავლეთ მის უკვდავ ნახატებს.
მეორე დღეს
მოვინახულეთ და მოვილოცეთ ბოდბე, წმ. ნინოს საფლავი და წმ.ნინოს წყარო, რომელიც ყინულივით
ცივია და იქ განბანილ ადამიანს კურნავს სნეულებისაგან.
ასეთია მოკლედ იმ დღეეების შთაბეჭდილებები
No comments:
Post a Comment